პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს. საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას დღეს დაამტკიცებს.
დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე, აცნობს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
საპარლამენტო უმცირესობასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაძაბული შეხვედრების და მწვავე შეკითხვების შემდეგ, ოპოზიცია დისკუსიისთვის უკვე საპარლამენტო სხდომაზე ემზადება.