"საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.
პრემიერობის კანდიდატის თქმით, უკვე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები და უახლოეს მომავალში საკონსულტაციოდ იქნება წარდგენილი.
“ვერც ერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება ეფექტი, თუ ეს ძირეული რეფორმა არ განვახორციელეთ. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება, მოკლე დრო იხარჯებოდეს მსგავსი ტიპის დავებზე. მხედველობაში არა მაქვს მხოლოდ დავები ბიზნესსუბიექტებს შორის, მე მხედველობაში მაქვს დავები საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.