20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით - მამუკა ბახტაძე

"შემოდგომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მივიღებთ, რომლის მიხედვით, ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება, უშიშროების საბჭოს სახით," - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობას და მთავრობის სამოქმედო გეგმას ისმენენ.  

გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ყურადღება ქვეყნის თვდაცვით პოლიტიკაზე გაამახვილა. 

“არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების, მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკურ ძალებთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და რა თქმა უნდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ ძალიან კარგი პოტენციალი გვაქვს. ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება. ჩვენს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს განსაზღვრული მშპ-ს 2%-ს ოდენობით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები