საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს, სასტუმრო „შერატონში“ შეხვდა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პრეზიდენტმა მოისმინა კანდიდატის ხედვები. ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავმართეთ შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან, რომლებმაც დაასახელეს გოჩა გუგუნავა, დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს. ჯერჯერობით კონსულტაციები გრძელდება. ამ დროისთვის დასახელებულია ერთი კანდიდატი და ერთი შემოგვთავაზა საინიციატივო ჯგუფმა," - განაცხადა აბაშიშვილმა.