"ხელისუფლება აგრძელებს თანმიმდევრულ მუშაობს კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის და სამართალდამცველი ორგანოების დასაახლოვებლად ევროპულ სტანდარტებთან," - ეს არის ფრაგმენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის, მიმართვიდან, რომლითაც მან დეპუტატებს ახალი სამთავრობო გუნდის პროგრამა გააცნო.
ოპოზიციამ კი იგივე სიტყვები გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარლამენტში 2016 წელს წარდგენილ პროგრამაში ამოიკითხა.
როგორ აღმოჩნდა ორი სხვადასხვა პრემიერის საქაღალდეში ერთი და იგივე სიტყვით გამოსვლის ტექსტი, ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განმარტება პარლამენტის სხდომაზევე მოსთხოვა.
„მინდა გითხრათ, რომ მისი პირველი გვერდი, წინასიტყვაობა, სანამ კითხვას დავიწყებდი, შევადარე კვირიკაშვილის პროგრამის წინასიტყვაობას და ჰოი, საოცრებავ, ოთხი აბზაციდან ორი სრულად არის გადმოტანილი copy-paste-ით, ერთი ნაწილობრივ, შეგიძლიათ გაჰყვეთ დანარჩენ ტექსტს. შესაბამისად, კითხვა მექნება უმრავლესობასთან, თუ იგივე პროგრამით უნდა აირჩიოთ ეს მთავრობა, საერთოდ იმ კაცს რატომ უშვებდით სახლში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.