ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ოფისში პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა, მოქალაქეებს საგარანტიო სერტიფიკატები გადასცა.
ამ სერტიფიკატებით ოპოზიციური პარტია მათ გარანტიას აძლევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ზარალი აუნაზღაურდებათ, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ მიაყენა.
პარტიის ინიციატივა სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას გულისხმობს, რომლის 2,5 მილიარდი ლარი იქნება.