20 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი - საპარლამენტო უმრავლესობა მარგველაშვილს პასუხობს

პრეზიდენტის განცხადებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.

ქართული ოცნების წევრებმა გიორგი მარგველაშვილი გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს, სადაც ის ამბობს, რომ "პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს“.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, აღნიშნა, რომ თავად გიორგი მარგველაშვილს ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

„სწორედ ის უალტერნატივობა აშინებს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. თვითონვე ამბობს, რომ ჯერ ელოდება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გადაწყვეტს, იყაროს თუ არა კენჭი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, პრეზიდენტის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ანგარიშს მას ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას არ ჩააბარებს.

„საპრეზიდენტო კანდიდატს ოცნება დაასახელებს თავის დროზე და ახლა არც ბატონ მარგველაშვილთანაა ანგარიში ამ მიმართულებით ჩასაბარებელი და არც სხვა ოპოზიციურ ძალასთან. კონსტიტუციაში როდესაც ჩვენ დავტოვეთ ერთჯერადად პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევნები, გავაკეთეთ იმიტომ, რომ ასეთი იყო დაჟინებული მოთხოვნა გიორგი მარგველაშვილის, ოპოზიციური პარტიების და გვინდა, ერთხელ კიდევ შევთავაზოთ, მაშინაც განვაცხადეთ, ვთქვით, რომ ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა რომ იყაროს კენჭი ამ არჩევნებზე საპრეზიდენტოზე, ეს იქნება ძალიან კარგი და ყველა ერთად დავინახავთ, თუ როგორი ტიპის მხარდაჭერა აქვს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობისგან,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები