20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არის საკითხი, სადაც მზად ვართ, თანამშრომლობისთვის - დავით ბაქრაძე

საკანონმდებლო ორგანოში რვა საათია, პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები უსმენენ. პარლამენტში საკუთარი მოსაზრებები ოპოზიციის ლიდერებმა დააფიქსირეს.

ევროპულმა საქართველოს წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ, "ოთოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" ისაუბრა. მან ამ საკითხზე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„მე და ბატონ მამუკა ბახტაძეს გვქონდა საუბარი "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" და მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, ეს არის ის საკითხი, ბატონო მამუკა, სადაც ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ იმისთვის, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ ამ საერთო საქმისთვის, მათ შორის, იქნება ეს სამუშაო შეხვედრა თქვენთან, შს მინისტრთან, სხვა უწყების წარმომადგენელთან. იცოდეთ, რომ ეს არის თემა, რომელიც მიუხედავად ჩვენი პრინციპული განსხვავებისა და შეუთავსებლობისა, ჩვენ მზად ვიქნებით სამომავლო კონსულტაციებისა და ურთიერთობისთვის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები