პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, ნდობა გამოუცხადა.
მთავრობა 101 ხმით დაამტკიცდა, წინააღმდეგ კი ხმა 12-მა დეპუტატმა მისც.
ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია, საიდანაც ახალი მხოლოდ სამი მინისტრია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი.