"დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რომლებიც არის დასახული საარჩევნო პროგრამაში და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, იქნება აუცილებლად წარმატებით განხორციელებული," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა განახლებული შემადგენლობითა და სტრუქტურით დაიწყებს მუშაობას.
“მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს მთავრობის შემადგენლობას ნდობის გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, განახლებული სტრუქტურით დაიწყებს უკვე მთავრობა მუშაობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რომლებიც არის დასახული საარჩევნო პროგრამაში და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამაში, იქნება აუცილებლად წარმატებით განხორციელებული. მე მინდა, ამ ყველაფერში დიდი წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს და მთავრობის მთლიან შემადგენლობას,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.