საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა მთავრობიდან პროგრესული ნაბიჯი იყო და მისი უკან დაბრუნება მიზანშეწონილი არ იქნება.
ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გუშინ პარლამენტში გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ შეიქმნება უშიშროების საბჭო, რომელიც მოახდენს ყველა უწყების კოორდინაციას.
“რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ჩემს პოზიციას, ჩემი პოზიციაა, რომ როდესაც ეს სამსახური მთავრობას გამოეყო, ეს იყო პროგრესული ნაბიჯი, მაგრამ უკან დაბრუნება არა მგონია მიზანშეწონილი იყოს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უწყების კოორდინაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში და ზოგადად, სტრატეგიაში. ვფიქრობ, როდესაც შემოდგომაზე შეიქმნება უშიშროების საბჭო, ის ამ ფუნქციას აიღებს თავის თავზე და შესაბამისად, მუშაობის ეფქტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის, მაგრამ ის, რომ ნაბიჯი გადავდგათ უკან, არა მგონია იყოს მიზანშეწონილი,“ - განაცხადა ბახტაძემ.