20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
9 პოლიტიკური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციურ გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

ახალი საქართველოს ოფისში 9 პოლიტიკური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციურ გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. 

პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ამ არჩევნებზე მმართველი პარტიის დამარცხება, რათა კარგად გადანაწილდეს სახელისუფლებო მანდატი, ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც, მათი შეფასებით, არ არის ქართული ოცნების  გავლენის ქვეშ, სამომავლოდაც ასე შენარჩუნდეს. 

კონსულტაციებში მონაწილე პირთა განცხადებით, ამ არჩევნებზე გაერთიანება მნიშვნელოვანია და კონსულტაციებში ჩართვა ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, რომელიც არ არის აფილირებული ქართულ ოცნებასთან ან არ ატარებს ანტიდასავლურ, პრორუსულ პოლიტიკას.

დღის ამბები