აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანადიდატად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოცნების ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი, დაასახელა.
ამ თემაზე შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მასში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.
ამ დროისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძე ქართული ოცნების წევრებმა წარუდგინეს.