20 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ზურაბიშვილის წამოყენება პრეზიდენტობის კანდიდატად ხაზგასმა იქნება, რომ "ქართული ოცნება" არც კი აპირებს რაიმეს შეცვლას - ნიკა მელია 

„ამ ქალბატონის წამოყენება პრეზიდენტობის კანდიდატად ხაზგასმა იქნება მკაფიო, რომ ქართული ოცნება არც კი აპირებს რაიმეს შეცვლას,“ - ასე ეხმაურება ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლო დასახელებას.

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისას ქართული ოცნება მხარს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის, კანდიდატურას დაუჭერს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იქნება იმის წინა პირობა, რომ მმართველ გუნდი არაფრის შეცვლას არ აპირებს.

„მთაწმინდის რაიონში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, როგორც დეპუტატის, საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი. უბრალოდ, არ არსებობს ეს ქალბატონი იმ რაიონში, რომელზეც უნდა ჰქონდეს მას პასუხისმგებლობა აღებული. ამ ქალბატონის წამოყენება პრეზიდენტობის კანდიდატად მკაფიო ხაზგასმა იქნება, რომ ქართული ოცნება არც კი აპირებს რაიმეს შეცვლას, რაც არ არის გასაკვირი,“  - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები