„სალომე ზურაბიშვილი არის ხაზიანი ტელეფონი, რომელიც უკვე 21-ე საუკუნეში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჯდება,“ - ასე ეხმაურება პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისას ქართული ოცნება მხარს, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ, თუკი ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, მმართველი გუნდი წააგებს.
„სალომე ზურაბიშვილი არის ხაზიანი ტელეფონი, რომელიც 21-ე საუკუნეში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჯდება. აქედან გამომდინარე, თუ ამ არჩევანს გააკეთებს ქართული ოცნება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მათი წაგების არჩევანი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.