ერთი თვის განმავლობაში ქვეყანას უკვე მეორე მთავრობა ჰყავს. 101-ი ხმა 12-ის წინააღმდეგ - პრემიერ ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა პარლამენტმა გუშინ გამოუცხადა.
თუმცა, ახალი მინისტრთა კაბინეტში ახალი სულ სამი სახეა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი.
თანამდებობაზე დარჩა იუსტიციის მინისტრი, რომლის გადაყენებასაც სამოქალაქო სექტორი აქტიურად ითხოვდა.