ქვეყანას დღეიდან ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება - მთავარი ბრალმდებლის პოსტზე შალვა თადუმაძის დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომა პარლამენტში 12 საათზე დაიწყება.
კენჭისყრამდე დეპუტატებს პროკურორობის კანდიდატი საკუთარ პროგრამას წარმოუდგენს.
შალვა თადუმაძე შეკითხვებსაც უპასუხებს. სესიამდე კი თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.