20 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
10 ოპოზიციური პარტია ხვალ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს

10 ოპოზიციური პარტია ხვალ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას დაასახელებს. მანამდე მის სახელსა და გვარს პოლიტიკოსები საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა „კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ის არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ არის და ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

დღეს კი ოპოზიცია ხელს მოაწერს სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ძალა ერთობაშია-ს“ დაფუძნებას ითვალისწინებს. მასში გაწერილი იქნება საზოგადოებრივი მოძრაობის სამოქმედო გეგმა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები მთავარ მიზნად ხელისუფლების შეცვლას ასახელებენ.

დღის ამბები