25 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
საქართველოში დღეს იტალიის პრეზიდენტს ელოდებიან

საქართველოში დღეს იტალიის პრეზიდენტს ელოდებიან. სერჯიო მატარელა თბილისში რამდენიმე საათში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოფრინდება.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრა. გაიმართება იტალიისა და საქართველოს დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც.

საქართველოში ვიზიტის დროს დაგეგმილია სერჯიო მატარელას აუდიენცია საქართველოს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან.

საპატიო სტუმარი საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.

დღის ამბები