20 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
10-მა ოპოზიციურმა პარტიამ მოძრაობა "ძალა ერთობაშია" დააფუძნა

10 ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისთვის ემზადება. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები, რომელიც ოფიციალურად დღეს დაფუძნდა აცხადებს, რომ მათი კანდიდატი ყველაზე ძლიერი კონკურენტი იქნება ხელისუფლებისთვის.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატის დამარცხებას შეძლებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები არ ასახელებენ იმ პირის ვინაობას რომელსაც კანდიდატად დაასახელებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საერთო კანდიდატს პარტიები ხვალ წარადგენენ.

„საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ ეს არის კანდიდატი, რომელიც უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფოს პრეზიდენტი და ისე არა როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ქართული ოცნების მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. ყველასთვის მისაღები კანდიდატურა იქნება წარდგენილი ხვალ საღამოს,“-აცხადებს ნიკა მელია.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია დაასახელებს კანდიდატს, რომელიც მზად იქნება საკუთარი თავი ქვეყანას მიუძღვნას.

„ვიწყებთ ძალიან მაგარი გუნდის ფორმირებას, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად,“- აცხადებს ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშია პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი მურმან დუმბაძე. მიწი განცხადებით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც "ქართული ოცნება" დატოვა.

დუმბაძის თქმით, ქვეყანა გაჩერებულია და ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაეძლია ქვეყანაში არსებული პრობლემები.

„ცხრა წელის ძახილით "ქართულმა ოცნებამ" ვერც სიღარიბე დაძლია, ვერც ეკონომიკა გამოასწორა,“- ამბობს დუმბაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები