საქართველოში იტალიის პრეზიდენტი ჩამოვიდა. სერჯიო მატარელა თბილისში რამდენიმე საათში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. იტალიის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დახვდნენ.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრა. გაიმართება იტალიისა და საქართველოს დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც.
საქართველოში ვიზიტის დროს დაგეგმილია სერჯიო მატარელას აუდიენცია საქართველოს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან.
საპატიო სტუმარი საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.