"ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტის დაწყებამდე, თეა წულუკიანს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ოპოზიცია. ოთარ კახიძე, იუსტიციის სამინისტრო საჯაროობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობს.
„მთავარი გამოწვევა, გნებავთ პრობლემა, გნებავთ ხარვეზი ამ პროცესში, არის წულუკიანი. არა მისი პიროვნებიდან გამომდინარე იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ძირითადი აქტორი, ვინც სახელმწიფოს პარტნიორია ღია მმართველობის პროცესში არის მისი წინააღმდეგი და მას უნდობლობას უცხადებს“-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.
ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ არსებობს ნება, რომ ქვეყანა ფუნდამენტურად სხვაგვარ მმართველობაზე გადავიდეს, რომელიც ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის.
განსხვავებული შეხედულება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველომ დადებითი დინამიკა აჩვენა.