20 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა - საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოწმეებზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს გლდანის ციხეში იმყოფებოდნენ. კომისიამ დღეს მერაბ მორჩაძე დაკითხა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მოწმეებზე ზეწოლის ბრალდებით დააკავა.

დაახლოებით, 2-საათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მორჩაძეს მათთან საქმის ახალ დეტალებზე არ უსაუბრია.

დღესვე კომისია არასრულწლოვანების გამოკითხვას განაგრძობს, რომლებიც მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებენ.

„გავაგრძელებთ ჩვენ ახსნა-განმარტებების მიღებას, როგორც მსჯავრდებულებისგან და ბრალდებულებისგან, ისე სხვა ფიგურანტი ადამიანებისგან. ამ წუთში, კონკრეტული შეფასების გაკეთება გამიჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით გასაანალიზებელია ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ მოწმეებისგან,“ - აცხადებს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე.

კომისიის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, კი განაცხადა, რომ „ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, შესადარებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც სხვა წყაროებიდან გვაქვს. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმიდან და საბოლოო ჯამში, დასკვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მასალაა". 

დღის ამბები