20 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
სისტემური კორუფცია და კვირიკაშვილზე შურისძიება - ოპოზიცია ყოფილი მინისტრების დაკითხვას ეხმაურება

შურისძიება კვირიკაშვილზე და დაშინების მცდელობა - ასე აფასებს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარებას.

როგორც ცნობილია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე, დაკითხვაზე დაიბარეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამინისტროებში კორუფციაა, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს ერთგვარი სადამსჯელო ოპერაციაა ყოფილი პრემიერისა და მისი გუნდის წინააღმდეგ. 

„ვამბობდით, რომ დაიწყებოდა პოლიტიკური დევნა და არსებობდა კვირიკაშვილის შავი სია. ამ ექვსი წლის განმავლობაში იმდენი კორუფციული ფაქტები იყო, მათ შორის რუსთავი2-ის ეკრანიდან გახმოვანებული, არასდროს არავითარი რეაგირება არავის ჰქონია და საკმარისი იყო, კვირიკაშვილს გაეჯახუნებინა კარები, ივანიშვილმა არ აპატია მას ოდნავი თუ ოდნავ მეტი ურჩობა.

"დავალებაა მიცემული, რომ იყოს აგორებული კვირიკაშვილის წინააღმდეგ, შეიძლება, ეს დამთავრდეს არაფრით, უბრალოდ, დააშინონ ეს ადამიანები, რომ ხმა არ ამოიღონ ივანიშვილზე. ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან, ეს არის პირდაპირი შურისძიება,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი, აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარება ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში სისტემური კორუფცია არსებობს. 

თუმცა, ნადირაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.  

„დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ კვირიკაშვილს, ალავიძეს და ქუმსიშვილს დააბრალოს მხოლოდ კორუფციაში ჩართულობა. არც კვირიკაშვილი, არც ალავიძე და არც ქუმსიშვილი ციდან არ ჩამოვარდნილან, ისინი მოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და მთელი პასუხისმგებლობა მათ კორუფციულ საქმიანობაზე არის ბიძინა ივანიშვილზე,“  - ამბობს ირმა ნადირაშვილი. 

დღის ამბები