20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
"კვირიკაშვილის მიერ კარების მოჯახუნება იყო ცუდი სიგნალი სხვებისთვისაც"- რომან გოცირიძე ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალურ საქმეს აფასებს

ქუმსიშვილი-ალავიძის სკანდალურ საქმეზე ხელისუფლების ოპონენტები კომენტარებს აკეთებენ. საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვები აქვს. ოპოზიციის ნაწილი ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის, წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თანაგუნდელების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

„ისინი დაკითხეს 20 დღის წინ, ამ დროის განმავლობაში ინფორმაცია გარეთ არ გამოსულა. ამას მალავდა პროკურატურა, ვერც ჟურნალისტებმა შეიტყვეს და მოულოდნელად ოფიციალური განცხადება კეთდება პროკურატურის მხრიდან. ანუ არის არის პირდაპირი დავალება, ან პარტიიდან, ან ივანიშვილიდან, რომ ეს საკითხი ყოფილიყო გამჟღავნებული და მათზე განხორციელებულიყო საზოგადოებრივი თუ სხვა სახის წნეხი. მთავრი საკითხი აქ არის ის, რომ არავის ეპატიება ოდნავადაც კი ურჩობა. კვირიკაშვილის მიერ კარების მოჯახუნება იყო ცუდი სიგნალი სხვებისთვისაც, თურმე მეფე შიშველია და მეფისთვისაც შესაძლებელია პატარა ალიყურის შემორტყმა, ამიტომ ეს პროცესი რომ არ გაღრმავდეს, მათ ზომები მიიღეს, ეს არის საჩვენებელი პროცესი, არავის დააკავებენ, არასდროს ამ ხელისუფლებაში კორუფცია არ იქნება გამოძიებული, ეს თითის დაქნევაა არა მარტო მათთვის, არამედ სხვებისთვისაც, რომ მეორეჯერ არ გაბედონ დამოუკიდებლობის გამოვლენა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ საქმე ობიექტურად გამოიძიოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები