„ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული საკითხები, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურაში გამართულ ასეულობით მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებს,“- ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ალავიძე-ქუმსიშვილის სკანდალურ საქმეზე გააკეთა.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ საქმე ობიექტურად გამოიძიოს.
„ამ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არიან საეჭვოდ ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებით დაკავშირებულნი სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, ეს არის ძლიან სერიოზული საკითხი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს, უკანონო გარიგებებს, მათ შორის კორუფციულს, საკითხი ეხება მილიარდობით ლარს, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან იხარჯება. ამიტომ პროკურატურას მართებს ძალიან სერიოზული რეაგირება, გამოძიება ობიექტურად, მაგარმ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.