“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს პრემიერმა უკვე მიმართა სამიტის ფარგლებში თბილისში ჩამოსული 96-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე მთავარი საკითხები მმართველობის სისტემების უფრო მეტი ღიაობა და ამ პროცესში საზოგადოებისა და მესამე სექტორის ჩართულობაა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწოს და აღმოიფხვრას კორუფცია.
სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე დედაქალაქის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრა ქალაქის მერმაც.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სტერეოტიპები დავამსხვრიოთ. მხედველობაში მაქვს საზოგადოების დამოკიდებულება, რომ ავირჩიეთ ქალაქის მერი, მთავრობა და ისინი მიხედავენ, ისინი გააკეთებენ ყველაფერს. ეს მიდგომა არის მცდარი. პირიქით, მოსახლეობა უნდა ჩავრთოთ ქალაქის მართვაში"- განაცხადა კალაძემ.