20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიიდან - საპარლამენტო უმრავლესობაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია

პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას საპარლამენტო უმრავლესობაში შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდის წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის აზრით, პარტიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დავით ჭიჭინაძის განცხადებები თანაგუნდელების მიმართ შეურაცხმყოფელი იყო და ეთიკის ჩარჩოებს სცდებოდა.

„ვინც პარტიულ დისციპლინას არღვევს, როგორც წესი პარტიიდან რიცხავენ, მაგალითად, როდესაც „კონსერვატიულ პარტიააში“ მსგავსი რამ ხდება, ჩვენ ღებულობთ გადაწყვეტილებებს, როდესაც არ შეესაბამება დავუშვათ, ჩვენი აზრით, პარტიის წევრის ქმედება პარტიის მსოფლმხედველობასთან, ან არ არიან ლოიალურები ხელმძღვანელობის მიმართ,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

„ქართული ოცნების“ წევრების ნაწილის შეფასებით კი, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ერთპიროვნული და ნაჩქარევი იყო. მათი შეფასებით, ამ საკითხზე მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობაში უნდა ემსჯელათ.

„დათო ჭიჭინაძე ახლობელი ადამიანია, ჩვენი თანამებრძოლია. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდში გვედგა. თუ რამ დააშავა, მგონი, უფრო ფართო განსჯის საგანი უნდა იყოს,“- განაცხადა მირიან წიკლაურმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ პარტიის შიგნით მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხდებოდეს.

„ძალიან სამწუხაროა, გუნდში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ამ სიტუაციამდე არ უნდა მიდიოდეს საქმე, არ შევაფასებ არანაირად სხვა. გადაწყვეტილება არის სამდივნოსი, გადაწყვეტილების დასაბუთება მოცემულია, ჩემთვის ეს არის სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები