20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
დაინახეს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ჩვენი პოზიციები არის უკიდურესად შესუსტებული - ბარამიძე ზახაროვას განცხადებაზე

როგორც ჩანს მათ დაინახეს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ქვეყნის მდგომარეობა ისე ქვეყნის გარეთ ჩვენი პოზიციები არის უკიდურესად შესუსტებული - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე მარია ზახაროვას განცხადების პასუხად.

„ისინი ამ გზავნილს აგზავნიან, რომ შეეგუეთ თქვენ რომ დაკარგეთ ტერიტორიები, ხომ გვაქვს ჩვენ ოკუპირებული ეს ტერიტორია და ახლა ამ ვითარებაში, ახალი რეალობით, როგორც მათ უყვართ თქმა, დავიწყოთ ნორმალური ურთიერთობა ვითომ არაფერი მომხდარა. ნიშანდობლივია რა დროს აკეთებენ და რატომ აკეთებენ იმიტომ, რომ როგორც ჩანს მათ დაინახეს რომ როგორც ქვეყნის შიგნით ქვეყნის მდგომარეობა ისე ქვეყნის გარეთ ჩვენი პოზიციები არის შესუსტებული“- აცხადებს ბარამიძე.

დღის ამბები