20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ვინც გამწვავებაზე მიდის და საქართველო-უკრაინის ალიანსში ჩართვისკენ მიისწრაფის დაფიქრდნენ შედეგებზე - პუტინი დასავლეთს აფრთხილებს

ვლადიმერ პუტინის მორიგი გაფრთხილება დასავლეთს. რუსეთის ლიდერი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მსურველებს დაფიქრებას ურჩევს.

პუტინი აცხადებს, რომ თავად ალიანსიც აგრესიულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის.

„ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაღები თანამშრომლობის გაფართოებასა და ნდობის აღდგენაშია, და არა რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ბაზების განთავსება. მსგავს აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, რუსეთისთვის, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ.

ჩვენი კოლეგები, რომლებიც გამწვავებაზე მიდიან და მიისწრაფვიან მათ შორის უკრაინის ან საქართველოს ალიანსის სამხედრო ორბიტაზე ჩართვისკენ, კარგი იქნებოდა დაფიქრდნენ ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე,”-განაცხადა პუტინმა.

ეს განცხადებები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან და მუდმივმოქმედ წარმომადგენლებთან თათბირზე გააკეთა.

დღის ამბები