20 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატებს ენმ-ს წევრები ხვდებიან

აჭარის მთავრობის დამტკიცებამდე აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან.

თორნიკე რიჟვაძემ დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონს გააჩნია. ოპოზიციას თავისი ხედვა გააცნო თუ რას გააკეთებს დამტკიცების შემთხვევაში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გუშინ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანდიდატებისგან დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს და შეხვედრა სწორედ ამიტომ დანიშნეს.

შეხვედრა 3 საათზე მეტია, მიმდინარეობს. ოპოზიციის კითხვები, ძირითადად, რეგიონის პრიორიტეტებს და ზურაბ პატარაძის დროინდელ მმართველობას შეეხება.

დღის ამბები