20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ჭიჭინაძე ფოფხაძეს, ვიდრე ის, თუ რატომ შეხვდა უსუფაშვილი მარგველაშვილს - რომან გოცირიძე

„გახსოვთ არა, მარკესში, აურელიანო ბუენდიამ 30 ომი წამოიწყო და 30-ვე დამარცხდა, გმირი დამარცხებაში იგრძნობაო, ასეთი მესიჯი პოლიტიკურად, რომ ვთქვათ, არის ამაში,“ - ამ განცხადებით, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, თუმცა, რამდენად იყო შეთანხმებული ჭიჭინაძის გარიცხვა მასთან, ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციაში ინფორმაციას არ ფლობენ.

რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებასაც ეხმაურება. 

„ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა და ამ დაბრუნების მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შემოიყოლოს, როგორც ჩანს, ბატონი დავით ჭიჭინაძე. ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ბატონი დავითი ბატონ გედის, ვიდრე ის, თუ რატომ შეხვდა ბატონი დავით უსუფაშვილი ბატონ გიორგი მარგველაშვილს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გუშინ გარიცხეს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ჭიჭინაძის გარიცხვის მიზეზი მისი მხრიდან პარტიის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები