ხმაური ფოთის საკრებულოში - ოპოზიციამ ქალაქის ცენტრში მიწების გასხვისება გააპროტესტა. მათი თქმით, უცნობია, ვინ ყიდულობს მიწის ნაკვეთს და რისი მშენებლობა იგეგმება, ამ მიზეზით არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ წარმოდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.
ოპოზიციას ასევე შენიშვნები ჰქონდა ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მოქმედი რეგულაციები საშუალებას არ იძლევა სოციალურად დაუცველებმა და იმ ადამიანებმა ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ფულადი დახმარებით ისარგებლონ.
საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიციის შენიშვნები უსაფუძვლოდ მიაჩნია.