20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
გაასაჩივროს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში და ნახავს, იცოდა თუ არა ივანიშვილმა - მდინარაძის და ჩუგოშვილის რჩევა ჭიჭინაძეს

„ქართული ოცნებიდან“ დეპუტატის დავით ჭიჭინაძის გარიცხვა „კურიერის“ ინფორმაციით, არც უმრავლესობასთან და არც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ამ საკითხზე დასმული შეკითხვა მმართველი გუნდის წევრების ნაწილს აღიზიანებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მათი თანაგუნდელის გარიცხვის შესახებ ინფორმაცია გუნდის წევრებს წინასწარ უნდა ჰქონოდათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ფრაქციის მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის პარალელურად ფრაქციიდანაც გაირიცხა. ვიცე სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, გარიცხული დეპუტატი პარლამენტში რჩება, თუმცა არა მათი გუნდის რიგებში.

რაც შეეხება კითხვას იცოდა, თუ არა ივანიშვილმა ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ და მონაწილეობდა თუ არა ამ პროცესში, ჩუგოშვილი და მდინარაძე ამბობენ, რომ გარიცხულ დეპუტატს შეუძლია ამაში თავად დარწმუნდეს.

„მას შეუძლია, რომ  გაასაჩივროს სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში, უკვე პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მათ შორის კითხვას ბიძინა ივანიშვილის მა იცოდა თუ არ იცოდა და რა პოზიცია აქვს მარტივად გაეცემა პასუხი თუკი გაასაჩივრებს პოლიტსაბჭოში.

გაასაჩივროს და კითხვებიც აღარ დარჩება. ასე მარტივად არ ხდება ხოლმე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ამ ყველაფერ წინ უსწრებდა თვეების განმავლობაში შეურაცხმყოფელი განცხადებები კოლეგების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი დავითი კარგა ხანია ვერ ხედავდა საკუთარ თავს უმრავლესობის რიგებში ,უმჯობესი იქნებოდა თავად მიეღო გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლაზე“ - აცხადებს ჩუგოშვილი.

დღის ამბები