20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
„ვფიქრობ, რომ ჭიჭინაძე არ იქნება უკანასკნელი ვისაც ან დაატოვებინებენ, ან დატოვებს პარტიას" - რატიანი

„ყველა ხედავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის კლანების ბრძოლა“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას.

მისი თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარეობს ინტერესთა ბრძოლა და ჭიჭინაძე არ იქნება უკანასკნელი გარიცხული დეპუტატი.

„ვფიქრობ, რომ ჭიჭინაძე არ იქნება უკანასკნელი ვისაც ან დაატოვებინებენ ან დატოვებს (პარტიას), ამ პროცესს ჩვენ ყველა ვაკვირდებით“ - ამბობს რატიანი.

დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილა "ქართულმა ოცნებამ" გუშინ გაასაჯაროვა. 

ჭიჭინაძეს პარტია ბოლო დროს თანაგუნდელების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო დაატოვებინეს.

დღის ამბები