ევროპული საქართველო დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 18:00 საათზე ქუთაისში, სპორტის სასახლეში, გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, პარტიის სახელით დავით ბაქრაძე იქნება წარდგენილი. თუმცა, ოფიციალურად კანდიდატზე პარტიაში არ საუბრობენ და მხოლოდ იმაას ამბობენ, რომ "პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის და ერთ-ერთი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებში".