ამ დრომდე უცნობია, ვინ შეცვლის გიორგი მღებრიშვილს და ვინ გახდება ქვეყნის პირველი მეხანძრე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით შალვა ხუციშვილი ასრულებს.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია.
კურიერის ინფორმაციით, თანამდებობა შს ყოფილ მინისტრს საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. განცხადების დაწერა და გადადგომა მას მამუკა ბახტაძემ მოსთხოვა.
თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა პრემიერს გადადგომის განცხადებით თავად მიმართა.