20 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
სანამ კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინვე იყო ეჭვები - რევაზ არველაძე პროკურატურის მიერ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობით დაინტერესებაზე

საპარლამენტო უმრავლესობა პროკურატურის მიერ ეკონომიკის სამინისტროს მუშაობით დაინტერესებას ეხმაურება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მომხდარში უცნაური, მით უმეტეს კი პოლიტიკური არაფერია. მათი თქმით, დარღვევების არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, რევაზ არველაძის, განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით სავარაუდოდ კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს არსებობდა.

„პროკურატურა ვალდებულია, ნებისმიერ საკითხზე, სადაც ეჭვი წარმოიქმნა ან რაიმე დოკუმენტი არსებობს, რომ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, დაიწყოს გამოძიება. მე მგონია, სანამ კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინვე იყო ეჭვები წარმოშობილი და მაშინვე იყო ეს და დაწყებით მერე დაიწყო. ამას მე ვერც ერთ შემთხვევაში პოლიტიკურს ვერ დავუკავშირებ,“ - აცხადებს რევაზ არველაძე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობით ინტერესდება და მიზეზებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ცნობილი ხდება ის დოკუმენტაციაც, რომელიც სამინისტროდან საგამოძიებო უწყებამაც გამოითხოვა. ირკვევა, რომ პროკურატურა იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები