20 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური დევნა გამორიცხულია.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდის დაიწყო პროკურატურამ ამ საქმის ძიება, არ იცის და შესაბამისად, კობახიძე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.

„როდესაც საქმე ეხება ყოფილი თანამდებობის პირს, ადვილია, ასეთი სპეკულაციების წამოწყება, თუმცა, ეს არის რეალურად სპეკულაციები. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რაიმე კითხვა არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს უნდა გაეცეს, ბუნებრივია, პასუხი. დაველოდოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე, ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციებიდან გამომდინარე, დავაკვირდეთ ამ პროცესს და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები