20 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
„საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და „ევროპული საქართველოს გამარჯვება“ - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარეობს.

პარტიის წევრებს, ლიდერებს და მხარდამჭერებს გიგა ბოკერიამ მიმართა.

ბოკერიამ ევროპული საქართველოს მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპულმა საქართველომ დაამტკიცა, რომ  ოპოზიციაში ყოფნის დროსაც შეუძლია ქვეყნის ინტერესების დაცვა.

„არ მოვიდა დრო, რომ გავიმარჯვოთ ქვეყნის შიგნით, არა მხოლოდ ეუთოში, არამედ საქართველოში? არ მოვიდა დრო, რომ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც მისი ქვეყნის ინტერესების დამცველია, რომლისაც არ შეგვრცხვება. ოცნების 6-წლიანი დამანგრეველი მმართველობის შემდეგ არ მოვიდა დრო, რომ გვყავდეს ღირსეული ლიდერი ქვეყნის სათავეში?“ - მიმართა თანაგუნდელებს გიგა ბოკერიამ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ევროპულ საქართველოს ჰყავს ყველაზე ძლიერი კანდიდატი საქართველოში. ბოკერიამ ქართული ოცნების მმართველობაზეც ისაუბრა.

„საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და ევროპული საქართველოს გამარჯვება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები