დიდი ბრიტანეთის მორიგი გაფრთხილება ბრიუსელს. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ლონდონს ახალ სავაჭრო შეთანხმებას არ დათანხმდება, ლონდობი ბრექსიტის შეთანხმებით დადგენილ თანხას არ გადაუხდის. საუბარია 51 მილიარდ ევროზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს ბრექსიტის პროცესის დასრულების შემდეგ უნდა გადაუხადოს. განცხადება ამის შესახებ გამოცემა "ტელეგრაფისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბრექსიტის ახალმა მინისტრმა გააკეთა, დეივიდ დევისის გადადგომის შემდგომ დაიკავა. ბრექსიტის პირველი მინისტრი სწორედ ლონდონის ბრექსიტის სტრატეგიის გამო გადადგა. დომინიკ რააბის თქმით, ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტის მიერ შემუშავებული ბრექსიტის გეგმა პრაგმატულია და მას ალტერნატივა არ აქვს.