თბილისში ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრის მამიკინსი ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა რამდენიმე წუთში პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან არის დაგეგმილი.
საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება მამიკინსი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. დღესვე ევროპელ დეპუტატს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი და პატრიარქი. შეხვედრაა დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მამიკინსი უკვე ხვალ შეხვდება. ორ დღიანი ვიზიტის ბოლო შეხვედრა პრემიერთან არის დაგეგმილი. შეხვედრებზე განხილვის მთავარ თემად საქართველოს დეოკუპაცია სახელდება.
„შევხვდები პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს,”-განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ანდრის მამიკინსმა.