„ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს და დედაქალაქის გენგეგმის ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, გენერალური გეგმის მიხედვით, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობა შესაძლებელია, რაც მათთვის მიუღებელია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, საკრებულოში განხილვისთვის მზად არ არის და აუცილებელია ის თბილისის მერიას განსახილველად დაუბრუნდეს.
„უმცირესობის და ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის, უმრავლესობამ ეს გამოშიგნული გენერალური გეგმა დაუბრუნოს კახი კალაძეს, კახი კალაძემ კარგად წაიკითხოს, გამოასწოროს ხარვეზები, რომელზეც ჩვენ მივუთითებთ, რომ სკვერებში მათ ფაქტობრივად გასცეს ნებართვები და ამის არაერთი ფაქტი არსებობს და შემდეგ შეიძლება განხილვის დაწყება,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.