20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - დავით ბაქრაძე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

„ევროპულმა საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დავით ბაქრაძე გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ქვეშში ჩავიდა და პირველ შეხვედრას იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან მართავს.

„საქართველოს პრეზიდენტისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობიანი გზით გააერთიანოს საქართველო, მოაშოროს ეს მავთულხლართი, რომელიც ყოფს ჩვენს სამშობლოს, რომელიც ყოფს აქ მცხოვრებ ადამიანებს და საქართველოს პრეზიდენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საოკუპაციო ხაზი, რომელიც გადის ქართულ მიწაზე, რომელიც გადის თითოეული ჩვენგანის გულზე, ეს საოკუპაციო ხაზი იყოს გაუქმებული,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის დროს ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ოკუპანტებმა მავთულხლართები მათ კუთვნილ მიწებზე, ხილის ბაღებზე გაავლეს და მეორე მხარეს გადასვლას და მუშაობას ვეღარ ახერხებენ.

მათი თქმით, ხშირია ოკუპანტების მხრიდან მათი დაკავების და გატაცების ფაქტებიც.

დღის ამბები