ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ გამოუძიებელი საქმეების შეგროვება დაიწყეს. "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში" განცხადებების რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ცენტრის ოფისში განცხადებებს მიიღებენ, შეიქმნება დაზარალებულთა ბაზა, რომელიც პრემიერ მინისტრს და მთავარ პროკურორს გადაეგზავნება.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი“, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში იმ პირთა რეგისტრაცია მოხდება, ვინც სისტემის მსხვერპლია.
„ჩვენ ამ ადამიანების მონაცემებს დეტალურად, მათ შორის, საქმის ტომებს და ა.შ. ერთი კვირის შემდეგ გადავცემთ საქართველოს ხელისუფლებას, ახალ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ახალ დანიშნულ მთავარ პროკურორს. ამ ადამიანებთან ერთად შევეცდებით, რომ შევხვდეთ მათ და ინდივიდუალურად გავაცნოთ ყველა საქმე შეძლებისდაგვარად. ამის შემდეგ ჩვენ მივცემთ მათ კონკრეტულ გონივრულ ვადას იმისთვის, რომ ამ ადამიანების მიმართ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული,“ - განაცხადა კუპრავამ.
ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე ხელისუფლებას საქმეების გამოძიებისთვის ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.