ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" ახალი წევრები შეუერთდნენ. მათ შორის არიან ყოფილი მთავრობების წარმომადგენლები და უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები.
წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ ერთიანი ძალებით შესაძლებელია მმართველი გუნდის დამარცხება.
„როგორმე საქართველო თავისი განვითარების გზაზე უნდა დავაბრუნოთ და ამას ვერცერთი პარტია მარტო ვერ გააკეთებს. რა უნდა გავაკეთოთ, დღეს აწერია საქართველოს გერბს,“- განაცხადა ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის წარმომადგენელმა, ნემო ბურჭულაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატია გრიგოლ ვაშაძე.