გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა პირველი შეხვედრა გამართა. გრიგოლ ვაშაძე სტუდენტებს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
გრიგოლ ვაშაძემ ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.
„მე მოვისმინე მათი მოსაზრებები იმაზე, სად იმყოფება დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა აღელვებს ახალგაზრდობას. მათ კითხვებშიც კი ძალიან ბევრი საინტერესო მასალა იყო იმისთვის, რომ ადამიანი დაფიქრდეს ახალგაზრდობის პრობლემებს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.