ზუგდიდში ჩართულობის ცენტრში 20-ზე მეტმა ადვოკატმა საგანგებოდ მოწვეულ კონფერენციაზე რაიონის პროკურორის, ლევან სალიას, საქმიანობა და მათ საქმეში უხეში ჩარევის ფაქტები გააპროტესტეს.
ადვოკატების განმარტებით, პროკურორები მათ ხელს უშლიან საქმიანობაში. მათი თქმით, ბრალდებულების პროკურორები ოჯახის წევრებს აშინებდნენ, თუ მათთვის სასურველი ადვოკატი არ იქნებოდა საქმეში ჩართული, საპროცესო შეთნხმებას არ გააფორმებდნენ.
ადვოკატები ფაქტების გამოძიებას და პროკურორების დასჯას ითხოვენ.
„ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო ჩემი განცხადება, სადაც მე კომიტეტს წარვუდგინე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი, როგორც ადვოკატის საქმიანობა მეზღუდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ რაიონის პროკურორი ფაქტობრივად ახდენდა ჩემს დისკრედიტაციას მოცემულ საქმეებში. ანუ იმ საქმეებში, სადაც მე მონაწილეობას ვიღებდი. კომიტეტი ამასთან დაკავშირებით შესაბამის წვდომას მიიღებს, რაც წარედგინება შემდგომ ადვოკატთა ასოციაციას და ადვოკატთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას წარუდგენს თავის დასკვნას და რეკომენდაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.