20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი არსებობდა და პროცესი დაწყებული იყო - ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების ძირითად მიზეზებზე საუბრობს

„გუნდში შეიმჩნეოდა, თითქოს, დაკარგული იყო გუნდურობა და გუნდის დაშლის ეჭვი იყო,“ - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გუნდის დაშლის საშიშროება არსებობდა, რაზეც ასევე ისაუბრა პარტიის ყრილობაზე.

„გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი არსებობდა და პროცესი დაწყებული იყო,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

პირველ არხის გადაცემაში აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდის შენარჩუნებას გარედან ვეღარ შეძლებდა და სწორედ ამის გამო დაბრუნდა პოლიტიკაში.

„თუ ყრილობაზე გამოსვლის დროს ამაზე მსუბუქი მინიშნება გავაკეთე, დღეს მოგახსენებთ, რომ არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო. ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი. დავინახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო, გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო. რაც ყრილობაზე ვთქვი, იყო მსუბუქად ნათქვამი, გუნდში უფრო ღრმა პრობლემები არსებობდა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები