ყოფილმა პრემიერი-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად ახალ პრემიერ-მინისტრზე ისაუბრა და თქვა, რომ მამუკა ბახტაძეს 7,5%-იან ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის.
„7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა იყო, რაშიც მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა, ვიდრე ორ წელიწადნახევარში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთად, ვინც ეკონომიკას მართავდა,“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პროცესში კვირიკაშვილის დამსახურება განსაკუთრებული არ არის.
„ევროკავშირი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამავდროულად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შევედით. ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პროცესში კვირიკაშვილის დამსახურება განსაკუთრებული არ არის, თუმცა, მას თავისი წვლილი ჰქონდა. კვირიკაშვილს არავითარი განსაკუთრებული წვლილი არა აქვს, მით უმეტეს, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადასვლაში. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ამაში ვინმეს განსაკუთრებული წვლილი აქვს, აქ ისევ ბახტაძე შემიძლია, გავიხსენო, დღევანდელი პრემიერი, რომელიც მაშინ რკინიგზას კურირებდა და იმის შემდგომაც, როცა ფინანსთა მინისტრი გახდა. თუ ვინმეს როლს დავასახელებდი, დავასახელებდი ბახტაძისას და არა კვირიკაშვილისას,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.